- Advertisement -

პრემიერი: მზად ვართ, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დიალოგი გავაგრძელოთ

444

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ბატონმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ გავარძელოთ დიალოგი. მოგეხსენებათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა. წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით, იყო საჯარო განხილვები, სადაც ბევრი ადამიანი იყო ჩართული. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კიდევ გავაგრძელოთ ეს დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც იქნება გამოხატულება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების.

შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომელზეც დეტალურად აღარ ვისაუბრებ და კიდევ ერთხელ ვამბობ, მზად ვართ, კიდევ გავაგრძელოთ და მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცებზე შეთანხმება და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამ მიმართულებით", – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...