- Advertisement -

პრემიერი: მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის უნდა გავხადოთ

579

 

"მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის უნდა გავხადოთ. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასიურს გავხდით, მით უფრო გავაიაფებთ",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

"რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს იმით, რომ გაჯანმრთელდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში და ასევე გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს, მით უფრო უკეთესია. 

იმედია, ეს მასშტაბი მომავალი წლისთვის გაიზრდება. როგორც ვიცი არაერთი სასტუმრო, სპორტსკოლა ემზადება, რომ მოამზადოს ინფრასტრუქტურა. მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის უნდა გავხადოთ. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასიურს გავხდით, მით უფრო გავაიაფებთ. სახელმწიფოს მხრიდანაც ღირს ამაზე რესურსის დახარჯვა",- განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...