- Advertisement -

პრემიერი: მინდა, თემირლან მაჩალიკაშილის ოჯახს სამძიმარი ვუთხრა

342

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი და გუშინ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

"სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშილის გადარჩენა, თუმცა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს",- აღნიშნა პრემიერმა.

თემირლან მაჩალიკაშილი გუშინ გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა.

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.
 

Comments
Loading...