- Advertisement -

პრემიერი: მიწა გაძვირდა, მაგრამ მოსახლეობა ამჯობინებს გაყიდვის ნაცვლად ფეხი მოიკიდოს

392

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიწის საფასური გაიზარდა, მოსახლეობა ამჯობინებს გაყიდვის ნაცვლად, სახელმწიფო პროგრამები გამოიყენოს და შემოსავალი მიიღოს.

პრემიერმა ამ საკითხზე ყურადღება დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით საუბრისას გაამახვილა.

მისი თქმით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 860 ათასს მიაღწია.

"ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმის წახალისება. ეს პირველ რიგში ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ტურსიტული ინფრასტრუქტურისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ერთვება ისეთ პროგრამებში, როგორიც არის მიკროგრანტების პროგრამა, უმასპინძლე საქართველოში, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ წამოიწყონ მცირე ბიზნესი, არჩინონ საკუთარი ოჯახი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიწის საფასური გაძვირდა, მაგრამ ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს. მოსახლეობა, იმის მაგივრად რომ გაყიდოს თავიანთი ნაკვეთი თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ამჯობიენებენ დარჩნენ, გამოიყენონ ის ინსტრუმენტები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს და ადგილზე კარგად მოიკიდონ ფეხი და გაიჩინონ შემოსავალი", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...