- Advertisement -

პრემიერი: მოვუწოდებ მოსახლეობას არჩევნებზე მივიდნენ

322

"მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება, დააფიქსიროს თავისი არჩევანი," – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შექმნისთვის.

"ჩვენს ქვეყანაში გატარებული ცვლილებების შედეგად თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ეს კავშირია ის, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ამის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...