- Advertisement -

პრემიერი: მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას

9

როგორც პრემიერმა განმარტა, ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნასა და არსებულის გაუმჯობესებას ეხება, რომელიც ეფუძნება ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს და მისი მიზანია ჩინეთსა და პროექტის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.
„საქართველომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და უკვე 2015 წელს თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა ჩინეთის მხარესთან, რამაც ახალი ბიძგი მისცა საქართველოს და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ამან უკვე თავისი შედეგიც გამოიღო. დღეს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
„აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.”-განაცხადა პრემიერმა.
The post პრემიერი: მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...