"მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 100 მილიონი დოლარის პირდაპირ გრანტს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერისთვის", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტი პოლ რომერი დაინტერესდა ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანიმთავრობის გეგმით, იმ ფისკალური რეფორმებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მან გადაწყვიტა,რომ პირადად ჩაერთოს რეფორმების განხორციელების პროცესში", – განაცხადა პრემიერმა.