- Advertisement -

პრემიერი: მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევა სავალდებულო გახდება

535

"ჩვენ სამწუხაროდ წარსულში უარი ვთქვით არაერთ დაზღვევის სახეობაზე. კარგად მახსოვს ის მოვლენები და ძალიან ბევრ შემთხვევაში ამას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა", – აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა სამოქალაქო უსაფრთხოების კანონში. ბოლო პერიოდში რამდენიმე ხანძარმა საკმაო ზარალი მიაყენა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს და მათ მფლობელებს, ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს ცვლილება, სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მხრივ, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იქნას აუცილებელი წესით დაზღვეული.

ჩვენ სამწუხაროდ წარსულში უარი ვთქვით არაერთ დაზღვევის სახეობაზე. კარგად მახსოვს ის მოვლენები და ძალიან ბევრ შემთხვევაში ამას პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

ჩვენ უნდა ვეცადოთ დავნერგოთ ცივილიზებული ფორმით ის ფორმები, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყნაში არსებობს, მხედველობაში მაქვს მესამე პირის მიმართ ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ქონების ზიანის ანაზღაურება. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ჩვენი მოქალაქეებისა და მცირე ბიზნესის უფლებები იყოს დაცული", – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...