- Advertisement -

პრემიერი: ”მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცების გამო”

399

 

პრემიერი ავღანეთში გუშინ დაღუპული და დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

''უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს.

თავდასხმისას ასევე დაშავდა ჩვენი სამი ჯარისკაცი – კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, უფროსი ლეიტენენტი გიგა ხახუტაშვილი და კაპრალი გელა ხარშილაძე, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,'' – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
 
Comments
Loading...