- Advertisement -

პრემიერი: მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია უზრუნველვყოთ მშვიდობა რეგიონში

313

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა საქართველოს მეგობრებს და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტის და აღმშენებლობის საქმეში გაწეული მხარდაჭერისთვის.

"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა მეგობარს, რომელიც ამ დარბაზში იმყოფება. მტკიცე მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ, რომ გვერდით გვიდგახართ სახლმწიფოს აღმშენებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში. ჩვენი მეგობრების და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ვუზრუნველვყოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და გზა გავუხსნათ მდგრად და სტაბილურ განვითარებას მთელ რეგიონში",- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას, სადაც განიხილება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები.

Comments
Loading...