- Advertisement -

პრემიერი ნათია თოდუას: საქართველო ამაყობს შენით!

375

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალური ქსელით, ნათია თოდუას გერმანული "ვოისში" გამარჯვებას ულოცავს.

"ნათია თოდუა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებულია! გილოცავ ნათია! საქართველო ამაყობს შენით!"- წერს პრემიერი facebook-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, აფხაზეთიდან დევნილმა კონკურსანტმა ნათია თოდუამ ფინალის ლაივშოუზე გერმანელი მოსახლეობის მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხმათა 50,10% მიიღო და 2017 წლის გერმანული "ვოისის" გამარჯვებული გახდა.

ნათია თოდუას მწვრთნელი ფინური როკ ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც მასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა. 

Comments
Loading...