„როგორც ითქვა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ძალიან ღრმა პრობლემა, რომელსაც სჭირდება თანმიმდევრული მიდგომა“, – ამის შესახებ საქართველოს.პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კონფლიქტის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, პირველ რიგში აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერით. პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
„საქართელო ყოველდღიურ პროვოკაციებს აწყდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე – ბორდერიზაცია, ეთნიკური ქართველების გატაცება, ადამიანის უფლებათა ხელყოფა, იმ ხალხის, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრვ ცხოვრობს. ამას ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ ეს ასევე გვმატებს ძალას იმ მიზნების მიღწევისთვის, რომელიც საკუთა თავს დავუსახეთ. ნატო-სთან ინტეგრაცია გახლავთ პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რა თქმა უნდ საბოლოო მიზანი ნატო-ში გაწევრიანებისა, ეს გახლავთ საქართველოს მოსხლეობის არჩევანი“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი შეფასებით, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია თანმიმდევრული ნაბიჯებით, საქართველოს გზავნილების სიცხადით და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ამოგვეწურა მოთმინების უნარი ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა: „თქვენ ბრძანეთ მოთმინება, მე დავკონკრეტდები, ამას ვუწოდებ სტრატეგიული მოთმინების უნარს. იქ, სადაც დღეს ვიმყოფებით, გაგვაჩნია ყველა აქტიური ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის“.