პრემიერი: “ომეგა ჯგუფმა” უნდა გადაიხადოს გადასახადი 

36

„იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ე.წ. ჩანაწერებში, საგამოძიებო ორგანოებს, ასევე საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მამუკა ბახტაძე აქვე აცხადებს, რომ მედიისა და კომერციული საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება სრული უპასუხისმგებლობაა.

„არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თამბაქოს წარმოებასთან, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი და ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია, შესაბამისად ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება, სრული უპასუხსიმგებლობაა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ

 

Comments
Loading...