აშშ-ს მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ, „ოპეკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება გააორმაგოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ოპეკის“ თანადგომით და მხარდაჭერით საქართველოში ძალიან ბევრი ინვესტიციაა განხორციელებული. ამ ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, გააორმაგოს საკუთარი გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტი, საქართველოს მიმართულებით“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.