- Advertisement -

პრემიერი: პატივისცემას ვუდასტურებ ქისტ თანამემამულეებს, აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია

371

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქისტებმა არერთხელ დაამტკიცეს საქართველოს მიმართ ერთგულება და ამაში ბზარს ვერავინ შეიტანს.

"მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში თავიანთი დამოკიდებულებით არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება და სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი. გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო არის პასუხისმეგებლი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველისი ვალდებულების უზრუნველსაყოფად",- განაცხადა პრემიერმა.

პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე ჩატარდა, რა დროსაც ხეობის რამდენიმე მკვიდრი დააკავეს.

Comments
Loading...