- Advertisement -

პრემიერი: პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს

558

"ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმს.

"თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის", – ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ თურქეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიხედვით ამომღცეველთა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლიელბას დაუჭრა მხარი.

თურქი ხალხის არჩევანით, ქვეყანა საპარლამეტო მოდელზე გადადის.

სამმა უდიდესმა ქალაქმა, მათ შორის სტამბოლმა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა.

სტამბოლის რამდენიმე რაიონის მაცხოვრებლებმა რეფერენდუმის შედეგების წინააღმდეგ უჩვეულო აქცია ჩაატარეს. ისინი ქვაბებსა და ტაფებზე კოვზებს ურტყამდნენ და ასე გამოხატავდნენ პროტესტს რეფერნდუმის წინააღმდეგ, რომლითაც თურქეთის პრეზიდენტს განუსაზღვრელი ძალაუფლება მიენიჭა.

როგორც "როიტერი" იტყობინება, ასეთი აქციები ქალაქის მინიმუმ ოთხ რაიონში მოეწყო. ადამიანები პროტესტს ძირითადად სახლებში, ფანჯრებთან მდგომნი გამოხატავდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ქუჩაში გავიდნენ.

ეუთომ წარადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც, თურქეთში რეფერენდუმი არათანაბარ პირობებში და დარღვევებით ჩატარდა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი უარყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს იმის შესახებ, რომ თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი დარღვევებით ჩატარდა და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი"-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

"იცოდეთ თქვენი ადგილი" – ასე განუცხადა ერდოღანმა საერთაშორისო დამკვირვებლებს. ანკარაში კი, პრეზიდენტის სასახლეში თავის მომხრეებთან გამართულ შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ცნობს, არ ესმის და ვერ ხედავს პოლიტიკურად ანგარიჟებული დამკვირვებლების შენიშვნებს.

რეჯებ ტაიპ ერდოღანს რეფერენდუმის შედეგები აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "ანადოლუ" ავრცელებს. სააგენტო წყაროდ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასახელებს.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ერდოღანს კვირას დაურეკა,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. წყაროს ცნობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ოფიციალური პრესრელიზიც გამოქვეყნდება. 

Comments
Loading...