- Advertisement -

პრემიერი: პროფესიულ სასწავლებლებში 8005-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი

481

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, გაზაფხულზე პროფესიულ სასწავლებლებში 8005-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეიტანა განაცხადი.

კვირიკაშვილის თქმით, პროფესიული სასწავლებლის თვალსაზრისით ძალიან მაღალია დასაქმების მაჩვენებელი.

"წელს გავააქტიურეთ პროფესიული განათლების პროგრამა და ძალიან სასიხარულოა, რომ დასრულდა რეგისტრაცია. 25%-ით მეტმა ადამიანმა მოინდომა ამ მიმართულებით სწავლა. 8005-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი. მოგეხსენებათ, გამომდინარე ამ მიმართულების პრიორიტეტულობიდან, სახელმწიფო მას სრულად აფინანსებს.

როგორც წესი, შემოდგომაზე არის ხოლმე სამჯერ მეტი, ვიდრე გაზაფხულ;ის ნაკადზე. დასაქმების მაჩვენებელიც დღეს უკვე ძალიან მაღალია. ბევრი სასწავლებელია, სადაც 95%-ზე მაღალია დასაქმების მაჩვენებელი და ვფიქრობ, ამ მიმართულების წახალისება პირდაპირი გზაა დასაქმებისკენ. დამსაქმებლებიც ძალიან აქტიურად მონაწილეობენ პროფესიული განათლების პროგრამებში",- აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...