- Advertisement -

პრემიერი: რიკოთის მონაკვეთის მშენებლობისთვის ალბათ მომავალი წლისთვის მზად ვიქნებით

352

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ოსიაური-ჩუმათელეთის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა.
რაც შეეხება რიკოთის ავტომაგისტრალს, პრემიერი ვარაუდობს, რომ მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

„რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება, დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იქნება ამ მონაკვეთის ღირებულება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, რიკოთის მონაკვეთი 90 ხიდს და 40 მაგისტრალურ გვირაბს მოიცავს.

„აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ვცდები მომავალი წლისთვის უკვე მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისათვის. ძალიან მიხარია, რომ ძალიან კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა აღებულ სივრცითი განვითარების გეგმის დროით ინდიკატორებთან, ამიტომ მე მინდა მოსახლეობას რეგულარულად ვაცნობოთ სივრცითი განვითარების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ, ეს ძალიან მისასალმებელია“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

Comments
Loading...