- Advertisement -

პრემიერი: რუსეთი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული სამხრეთით სტაბილური მეზობლის ყოლაში

291

ჩვენ ვცდილობთ, დავანახოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს – რუსეთს, რომ საქართველოს პოლიტიკა, დასავლური საზოგადოების წევრობასთან დაკავშირებით, არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – Strategic outlook: Eurasia განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვიის თქმით, საქართველოს მისწრაფება არ არის მიმართული მეზობლების წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით.

"რუსეთი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული სამხრეთით სტაბილური მეზობლის ყოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პოზიტიური პლატფორმები, სადაც შევძლებთ საერთო ინტერესების გამონახვას, სადაც ჩვენ შევძლებთ პოზიტიური დისკუსიების წამოწყებას ჩვენ შორის არსებული მემკვიდრეობით მიღებული პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარების შესახებ", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 

Comments
Loading...