- Advertisement -

პრემიერი: რუსულმა მხარემ გამოთქვა დახმარების მზადყოფნა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ გახდა

354

"რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსულმა მხარემ გამოთქვა დახმარების მზადყოფნა, უბრალოდ ამ დამხარების პირობებში არ გახდა ეს დახმარება საჭირო. უბრალოდ ჩვენ ამ ძალებით ყველაფერს აუვალთ" – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი დამატებით დაეხმარებიან ვერტმფრენებითა და სახანზრო მანქანებით.

"შტაბის ყველა კომპონენტი ყველა შემადგენელი ინსტიტუცტი მუშაობს ერთმანეთთან შეთანხმებულად, მთელი გუშინდელი ღამის განმავლობაში, დღევანდელ დღესაც, უნდა ითქვას, რომ მუშაობ დაიწყო 2 დღის წინ, ცეცხლი ჩაქრობილი იყო, შემდეგ ამოვარდნილმა ქარმა ახლიდან გააღვივა. ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რმდენად ჩქარა მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, პირველი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან, ეს არის ვერტმფრენი და ასევე სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა გზაშია და ვერტმფრენი რომელიც მთელი დღეა მუშაობს. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება თურქეთისგან, 2 ოვერთმფრენი უკვე ბათუმშია და ცოტახანშიუ ჩამოვა და ჩერთვება სახანძრო ოპერაციაში. ასევე დღეს, დღის ბოლოს ჩამოფრინდება ძალიან მოცულობითი დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურეთიდან. მიუხედავად იმისა რომ თვითონ აქვთ ეს რპობლემა თურქეთის პრემიერმინი9სტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება.

მინდა ასევე ვთქვა სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება მთელი რიგი ეკიპაჟები მოემართებიან. ასევე საკმაოდ დიდი ძალა მობილიზებული. მე ვფიქრობ რომ მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის, უბრალოდ ქარზე და ბუნებრივ პირობებზე იქნება დამოკიდებული რამდენად მალე შევძლებთ ხანზრის ლოკალიზებას და ჩაქრობას. ამას გარდა მინდა ვტქვა, რომ ოპერაციებში ცართულია როგორც სამაშველო სამსახური, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცები, ასევე ჩართულია სატყეო დეპარტამენტი და მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას", – განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...