- Advertisement -

პრემიერი სავარაუდოდ ცხინვალის ციხის კადრებზე: პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოქმედებაა

15

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამისთვის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოქმედებაა საჭირო, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.
“პირველ რიგში, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს კადრები არ მინახავს, თუმცა მითხრეს, რა თქმა უნდა. აქ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სწორი და ლეგიტიმური გზა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა იმ მხარესთან ერთად, ვინც კონფლიქტის მოგვარების პროცესშია ჩართული, ერთად მივაწვდინოთ ხმა, მათთან ერთად ვიმოქმედოთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
The post პრემიერი სავარაუდოდ ცხინვალის ციხის კადრებზე: პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოქმედებაა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...