- Advertisement -

პრემიერი: სამეწარმეო სულისკვეთების წასახალისებლად სწორად გათვლილი ნაბჯები გადავდგით

589

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში გადამზადებულია 9000-მდე ბენეფიციარი, თანადაფინანსება მიიღო 5000-მდე ბენეფიციარმა და შეიქმნა 5 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი სოფლად.

"დღეს ჩვენთან ერთად არიან პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მივესალმო მათ და ვუსურვო კიდევ უფრო მეტი წარმატებები.

ეს არის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროგრამამ ახალი სიცოცხლე შეიტანა არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ გადავდგით თანამიმდევრული, სწორად გათვლილი ნაბიჯები არა მარტო მეწარმეობის განვითარებისთვის, არამედ იმისათვისაც, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ სამეწარმეო სულისკვეთება ქვეყანაში.

მაგრამ რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი. ეკონომიკაში მუდმივად ჩნდება ახალი გამოწვევები და საჭიროებები. შესაბამისად, საჭიროა არსებული პროგრამების ადაპტირება, ახალ რეალობებთან და ახალ გამოწვევებთან.

ამისათვის ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროგრამაში შემავალი ყველა კომპონენტი გავაერთიანოთ ერთი ქოლგის, ერთი სტრუქტურის ქვეშ – სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში“. მას ექნება ერთიანი ფრონტოფისი, ანუ მომსახურების ოფისი, რაც გაუადვილებს ბიზნესმენებსა და დამწყებ მეწარმეებს ბიზნესაქმიანობას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას. უფრო დაწვრილებით ამაზე ეკონომიკის მინისტრი ისაუბრებს.

მინდა გითხრათ, რომ მეწარმეობის განვითარებასთან ერთად, ჩვენპრიორიტეტად დავისახეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც განაპირობებს ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ზრდას.

ამასთან, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს სავაჭრო-საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და მოგეხსენებათ, რომ უკვე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. უახლოეს მომავალში ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან. გარდა ამისა, დღეს უკვე ვიხილავთ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას.

ეს ყველაფერი ქმნის უზარმაზარ პოტენციალს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ჩვენი მიზანია, ინვესტორებმა დაინახონ ის განსაკუთრებული შესაძლებლობები და ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოში არსებობს და ამით ხელი შეუწყონ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მუშაობას.უფრო მეტიც, ჩვენი ექსპორტიორების გლობალური პოზიციონირებისთვის რამდენიმე სახელმწიფო უწყება გააერთიანებს ძალისხმევას. აწარმოე საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო ერთობლივად იმუშავებენ, რათა ხელი შეუწყონ ექსპორტიორების ახალ ბაზრებზე გასვლასა და დამკვიდრებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშაობას დაიწყებს კომერციულიატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები განსაკუთრებით პრიორიტეტულ ბაზრებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებში იმუშავებენ. მათი საშუალებით შესაძლებელი გახდება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისთვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქტით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში",-განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...