- Advertisement -

პრემიერი: საქართველოს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია ექნება

426

"ნამდვილად საამაყოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სულ უფრო ხსირად ტარდება ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებები. ამასთან ჩვენს ქვეყანას ის ძალიან მაღალი პრივილეგიაც ხვდა წილად, რომ საქართველო ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა გახლავთ, სადაც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანების თავმჯდომარე აირჩიეს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა.

"ყველას მოგეხსენებათ, რომ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და დაბალანსებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის გარანტი გახლავთ. საქართველომ 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგების შედეგად, სამწუხაროდ მიიღო კონსტიტუცია სადაც საკმაოდ ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი არაერთი ნორმა იყო შეტანილი. სწორედ ამიტომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორიციელების ინიცირება და უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე, პოლიტიკოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები.

რომლის შედეგადაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია. კონსტიტუცია რომელიც უზრუნველყოფს, პირველი – სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის მოდელს, მეორე – მკაფიოდ განაწილებულ პასუხისმგებლობებს ხელისუფლების შტოებს შორის. მესამე – ძლიერ პარლამენტს თავისი ბუნებრივი როლით. მეოთხე – პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად გამარტივებულ პროცედურებს. მეხუთე – უფრო ეფექტურ მთავრობას. მეექვსე – პრეზიდენტის როლს ნეიტრალურ არბიტრის კიდევ უფრო დაკონკრეტებულ ფუნქციებს. მეშვიდე ადამიანის საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს და მერვე კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცალსახად დაფიქისრებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს", – განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...