- Advertisement -

პრემიერი: საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება

528

საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ ბირიფინგზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს სკოლა ფუნქციონირებას 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

„ეს იდეა ეკუთვნის იოჰანე ჰანსს, რომლისთვისაც მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ეს სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...