- Advertisement -

პრემიერი: საქართველო, როგორც ღვინის ქვეყანა, ბორდოში გამოფენას პირველად უმასპინძლებს

596

ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, ღვინის გამოფენა გაიმართება, სადაც საქართველო ბორდოსთან ერთად პირველად იქნება მასპინძელი ქვეყანა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გამოფენა ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც ჩვენი ქვეყნის უძველესი კულტურის შესახებ ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.

„მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში წელს პირველად ბორდოს ცენტრისთვისაც და საქართველოსთვისაც იმართება ღვინის ცივილიზაციის გამოფენა. საქართველო არის მასპინძელი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანის ქვეყანა,ღვინის ქვეყანა, სადაც ეს კულტურა შეიქმნა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით ბორდო და ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს ძალიან მნიშვნელოვან გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო წარმოდგენები, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, ჩვენი უძველესი კულტურის შესახებ, ღვინის კულტურის, ხელოვნების შესახებ.
ამ წარდგენას ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჩვენი ქვეყნისთვის მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ყველა უწყებას ვთხოვო, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს ბატონ ლევანთან (დავითაშვილი) იმისთვის, რომ საუკეთესო კუთხით იქნას წარმოჩენილი საქართველო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საერთშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით, ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით.

ეს არის დიდი მიღწევა, რომ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ჩვენ ვართ მასპინძლები პირველი საგამოფენო წლის განმავლობაში, მეთელი სამი თვის განმავლობაში. მინდა ყველას მოგილოცოთ.

ასეთი რამ შეიძლება თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო და დღეს ეს არის შესაძლებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. პირველი ნაბიჯი კომპანია

„ჯივიესის“ მხრიდან 1999 წელს ლონდონში საქართველო გამოიფინა, როგორც ღვინის აკვანი და ამის შემდეგ დიდი სამუშაო იქნა გაწეული ღვინის ინდუსტრიაში, ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით და დაგვირგვინება გახლავთ მართლაც ის, რომ ქვეყანაში, რომელიც ძალიან სელექტიურია ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს, ქალაქში, რომელიც მართლაც არის ძალიან მაღალი სტანდარტების ამ კუთხით, ჩვენ ვართ მასპინძელი ქვეყანა.

ლევანთან (სოფლის მეურნეობის მინისტრი) მუშაობს ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად ემზადება საქართველოს დღეებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდი მოვლენას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...