- Advertisement -

პრემიერი სახელწმიფო უწყებებს: არავის მივცეთ საბაბი რამე თქვან სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე

322

"მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, რომ არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების შესახებ",- ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, რომ არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების შესახებ. მინდა მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედ და სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემით ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს და ამაშია სწორედ ის დიდი განსხვავება და ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს და მის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში. კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მე მჯერა როიმ მოსახლეობა სათანადოდა აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის ხარისხის დემოკრატია სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში",- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი ასევე მოუწოდებს პოლიციას, რომ მაქსიმალურად გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ნებისმუიერი ძალადობის გამოვლინება დროულად აღიკვეთოს.

"ასევე მინდა განსაკუთრებით მოვუწოდო სამართალდამცველებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება იყოს აღკვეთილი იმისთვის, რომ არავის არ მიეცეს საბაბი, თქვას რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ რომ ყველა სტრუქტურა მაქსიმუმს გააკეთებს ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება დააფიქსიროს თავისი არჩევანი. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისტვის, ჩვენს ქვეყანაში გატარებული ცვლილებების შედეგად თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ეს კავშირია ის რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ამის",- განაცხადა პრემიერმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

Comments
Loading...