- Advertisement -

პრემიერი: სერგეი ლავროვი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს

495

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპაციის პრობლემაზეც ისაუბრა და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. 

"ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, საქართველოს მიერ თავისი მოკლე ისტორიის მანძილზე გამოცდილი მღელვარების მიუხედავად ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში – მან გაუძლო ბევრ დარტყმას – ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩემი ხედვაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით.

ეს გვმატებს მოტივაციას, განვაგრძოთ საქართველოს ინტერესებზე დაფუძნებული რაციონალური, გონივრული და ერთგვაროვანი პოლიტიკა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ – გასული ოცდახუთი წლის მანძილზე ჩვენ სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან დინამიკურ, დემოკრატიულ ქვეყნად გარდავიქმენით. ქართველმა ხალხმა მიზნად დაისახა ევროკავშირთან და ნატოსთან მიერთება – ეს არა უბრალო პრიორიტეტი, არამედ გარდაუვალი შედეგია, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის დემოკრატიის, უსაფრთოების, მშვიდობისა და განვითარების უფრო მაღალი ხარისხის საწინდარია" – განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...