- Advertisement -

პრემიერი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენს დღის წესრიგში ნომერ პირველია!

445

"ჩვენი ოპოზიცია მუდმივად აპელირებს ოკუპირებიული ტერიტორიების საკითხით. მინდა განვაცხადო, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი ხელისუფლებისთვის ნომერი პირველია და ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველოს ერთიანობამდე მიგვიყვანს"- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ საზღვრის გადმოწევის საკითხს.

პრემიერმინისტრმა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტთან საუბარი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ნომერ პირველი საკითხი სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ თემის მშვიდობიანი გზით მოიგვარებაა. კვირიკაშვილმა ამ საკითხზე ოპოტენების მიერ ჩატარებული კვლევებზეც ისაუბრა და მას უსაფუძვლო უწოდა.

"ოკუპაცია რომ არის ძალიან მძიმე პრობლემა, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. ვცდილობ ემოციის გარეშე ვუყურო ბრალდებებს ჩვენი ხელისუფლების მიმართ, თუმცა თანდათან უფრო ძნელი ხდება ამ ბრალდებებს ემოციების გარეშე ყურება. ჩვენს ხელისუფლებას არცერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში.

ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტები პარტნიორებთან ავრცელებენ უსაფუძვლო ჭორებს, რომ ეს საკითხი აღარ გვაქვს დღის წესრიგში და მათი გამოკითხვებით ცდილობენ ეს საკითხი გადაიტანონ მე-2 ან მე-3 შრეში.აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისასაც სწორედ ოკუპირებული ტერიტორიები იყო უმთავრესის საკითხი.

135 სოფელი, რომლითაც ხშირად აპელირებს ქართული ოპოზიციის ნაწილი დაკარგუილია არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად და ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა"-განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა კახეთში, სადაც მეღვინეობა "ნელქარის" ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

Comments
Loading...