- Advertisement -

პრემიერი: ტექნიკური ზედამხედველობის საკითხი განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი

562

მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში 9 მაისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულ მეშახტეთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. 

„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და, ბუნებრივია, ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია და, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Comments
Loading...