პრემიერმინისტრი, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და დაზარალებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის"-განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.
აღნიშნულ განცხადებას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.