- Advertisement -

პრემიერი: უვიზო მიმოსვლით ქართველებს შეუძლიათ გაიცნონ სამყარო, რომლისკენაც ქვეყანა ისწრაფვის

327

ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის სარგებელი ეჭვგარეშეა. 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭათ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება. ამ ისტორიულმა მომენტმა საქართველო მნიშვნელოვნად დააახლოვა ევროპასთან. უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს პროფესიულ გაცვლას ბიზნესმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველებს აქვთ შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ ევროპაში და თავად იხილონ ევროპელთა მიღწევები, კეთილდღეობა, კანონის უზენაესობის პატივისცემა და კეთილგანწყობილი გარემო – ანუ, სამყარო, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Comments
Loading...