- Advertisement -

პრემიერი: უვიზო რეჟიმს 3 დღის განმავლობაში საგანგებოდ დაგეგმილი ღონისძიებებით აღვნიშნავთ

544

28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით 26, 27 და 28 მარტს ღონისძიებებია დაგეგმილი.

„რამდენიმე დღეში ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება. ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 3 დღის განმავლობაში გვექნება სპეციალური ღონისიძიებები, 26 , 27, 28 მარტს საგანგებოდ დაგეგმილი ღონისძიებებით აღვნიშნავთ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ის სტუდენტებთან ერთად ათენში გაემგზავრება. შემდეგ, კი ბრიუსელში გეგმავს გამგზავრებას.

„როდესაც უვიზო მიმოსვლა გაიხსნება მე მივემგზავრები ჯერ ევროპული კულრტურის უძველეს დედაქალაქში ათენში სტუდენტებთან ერთად, და შემდეგ ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

Comments
Loading...