- Advertisement -

პრემიერი: ქვეყანაში დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილია, რომელიც არ დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას

568

 

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში იმყოფება. მან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. 

"ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონს და მოქალაქეების უფლებებს, ასევე ეს ქვეყანაა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არ დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე",- განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...