- Advertisement -

პრემიერი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო

504

პრემიერმინისტრი პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოხატავს: 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ტერორიზმი იქნება დაძლეული".

მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი პოლიციელი და დაიჭრა რამდენიმე გამვლელი. პარიზის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

Comments
Loading...