- Advertisement -

პრემიერი: შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

433

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მან მინისტრებთან ერთად პირადად დაათვალიერა ყველა კრიტიკული ლოკაცია.

"საღამოს პირადად შემოვიარე მინისტრებთან ერთად ყველა კრიტიკული ლოკაცია. შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. შესაძლოა მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ შტაბი მომდევნო დღეების განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას. ტექნიკა მობილიზებული იქნება იმისათვის, რომ ასეთი წერტილოვანი კერები ოპერატიულად იყოს ჩაქრობილი.

საერთოდ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ძალიან კრიზისული დღეები გამოვიარეთ. ამ დღეებში იყო ბევრი კრიტიკაც, იყო თბილი სიტყვებიც, მაგრამ უნდა ვთქვა რომ არცერთი ჩვენგანი ვინც აქ ვიმყოფებით, მთავრობის წევრების შრომა არ არის მოსატანი ერთი ცალკეული ადამიანის თავდადებასთან, რომელიც ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვნახეთ, აი იმ წერტილებში, სადაც სიცოცხლის რისკიც იყო. ამ ადამიანებმა ძალიან დიდი მასივი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის, ულამაზესი ტყის გადაარჩინეს განადგურებას. ამიტომ მე ქედს ვიხრი თითოეული მათგანის თავდადების წინაშე.

უნდა გითხრათ, რომ ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...