- Advertisement -

პრემიერი: შეიძლება სკოლებში 12 წელი ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ევროპული სტანდარტია

313

„რა თქმა უნდა ჩვენ ყველას ნაკლები წელი გვაქვს გატარებული საშუალო სკოლაში და 12 წელი ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ევროპული სტანდარტი“, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში დასმულ კითხვას, საშუალო განათლებისთვის 12 წელი წედმეტია თუ არა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველოს საშუალო სკოლა დამთავრებულებმა სწავლა ევროპაში გააგრძელონ, ეს სტანდარტი დაცული უნდა იყოს.

„ამ სტანდარტის შეცვლა მოგვიტანს ამ შესაძლებლობის დაკარგვას ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მგონი ეს არ იქნება კარგი. ბავშვებს კი გაეხარდებოდათ ალბათ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

Comments
Loading...