- Advertisement -

პრემიერი: შვეიცარიული კომპანია საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნას გეგმავს

550

შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა ვისაუბრო Stadler Rail AG-ის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივასთან დაკავშირებით. დღეს კომპანიის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან ერთად ხელს აწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კომპანია შეისწავლის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობას.

კომპანიას გააჩნია განზრახვა, რომ საქართველოში გახსნას ვაგონშემკეთებელი ქარხანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დონის კომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის მიმზიდველი ისეთი მაღალი პროფილის და რეპუტაციის კომპანიებისთვის როგორიც არის „შტადლერი“.

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...