- Advertisement -

პრემიერი: ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი

316

"ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მათავრობის დრევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"რამდენიმე დღეში საქართველოში ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები თვითმმართველობის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩენების ჩატარება. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნოო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც იმას მოწმობს, რომ "ქართული ოცნების" სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფალი და დემოკრატიული კონკურენტული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მინდა რომ არჩევნებამდე 2 დღით ადრე მივმართო პირველ რიგში სახელმწიფო უწყებებს, ასევე პოლიტიკურ ძალებს და მთლიანად საზოგადოებას, ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებული იქნას სიტყვა, რასაც წარსულში ერქვა გაყალბებული ძალადობრივი არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ , რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი საქართველოსა და ასეთი დეოკრატიის შექმნის გზაზე",- განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...