- Advertisement -

პრემიერი: ჩემი ამოცანა არა 10-წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ხალხისთვის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა

12

„მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ ხართ ის ხალხი, ვინც სხვა ადამიანებს ასაქმებთ და აძლევთ იმის საშუალებას, რომ მათაც ღირსეულად შეინახონ თავიანთი ოჯახები. მთლიანად საზოგადოების ვალდებულებაა, პირველ რიგში ჩვენს ბავშვებზე ვიზრუნოთ, მათ მომავალზე, მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე; ჩვენს მოხუცებზე, იმ ხალხზე, რომლებიც წლები ემსახურნენ ამ ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა სად. ამ ყველაფრისთვის უნდა ვიშრომოთ ყოველდღე, რომ შევქმნათ დამატებით სამუშაო ადგილები.
ჩემი ძირითად ამოცანაა არა 10 წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება. სხვა ფუნქცია ახლა მე არ მაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
The post პრემიერი: ჩემი ამოცანა არა 10-წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ხალხისთვის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...