- Advertisement -

პრემიერი: ჩვენი მთავრობის გამჭვირვალობის მაღალმა ხარისხმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

482

"ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ყველა რეიტინგში, – დემოკრატიული განვითარების ინდექსით დაწყებული, ეკონომიკური პროგრესის ინდექსით დამთავრებული. ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით კონსოლიდებული დემოკრატიისკენ – წარმატებულად ჩავატარეთ რამდენიმე არჩევნები, რომელებიც საერთაშორისო დამკვირებლებმა აღიარეს, მაღალი სტანდარტით ჩატარებული და სამართლიანი",-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NATO-ს საპარლამენტო ასმბლეაზე დელეგატებს.

პრემიერმა ასამბლეის მონაწილეებს ის მიღწევები გააცნო, რომელიც მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გზაზე აქვს. 

"ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობამ მიიღო 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და 2014-2016 და 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმები. 2014 წელს საქართველომ მიიღო უპრეცედენტო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახება, ასევე გენდერული და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის გარანტიის შექმნა. ახლახან მიღებული კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს შემადგენლობის დემოკრატიულობასა და სატელევიზიო კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას. პარლამენტმა დაამტკიცა სავალდებულო must-carry/must-offer პრინციპები, ანუ მოთხოვნა, რომ საკაბელო ქსელებმა და სატელიტური მომსახურების მიმწოდებლებმა მაუწყებლობაში ჩართონ ყველა სატელევიზიო არხი, რომელსაც საინფორმაციო გამოშვებას მოიცავს.
საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია სიტყვის თავისუფლებისა და მედიის პლურალიზმის უზრუნველყოფის კუთხითაც.

2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ სამი სატელევიზიო არხი მაუწყებლობდა, და მათაც მკაცრად აკონტროლებდა მმართველი პარტია. დღეს მაუწყებლობს 13 ასეთი არხი. ყველა მათგანი თავისუფალია და კრიტიკულად განწყობილი მთავრობის მიმართ. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ გაიუმჯობესა პოზიციები და 2012 წელს არსებული 104-ე ადგილიდან 2016 წელს 64-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩვენი მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალმა ხარისხმა საერთაშორისო აღიარება პოვა: 2016 წელს საქართველო აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყანა.

გარდა ამისა, მთავრობის მიზანია, ნებისმიერი გარე ჩარევისგან დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცება",-განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...