- Advertisement -

პრემიერი: ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

10

“მინდა მოგილოცოთ აბრეშუმის გზის ფორუმის წამატებით დასრულება. აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა ძალზედ წარმატებული იყო, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით. ამ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა.
ასევე მინდა აღვნიშნო, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ორი დღის განმავლობაში იყო დანიშნული 300-ზე მეტი ორმხრივი ბიზნესშეხვედრა და მოლაპარაკება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ფუნქციის, როლის როგორც დამაკავშირებლის, ორი დიდი ცივილიზაციის გაძლიერებას და რა თქმა უნდა ეკონომიკურ კონტექსტში ეს არის პირველ რიგში ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და ყველაფერი რაც ეკონომიკის გაძლიერებას ეხება. მოგეხსენებათ ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო ის ფასი და მნიშვნელობა რაც აქვს საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, ეროვნული ბანკის და ეკონომიკურ პიოლიტიკაში ჩართული სხვადასხვა უწყებების პოზიტიურ თანამშრომლობას“, – განაცხადა პრემიერმა.
The post პრემიერი: ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...