- Advertisement -

პრემიერი: ძლიერი დაზვერვის სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განმსაზღვრელია

385

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დაზვერვის სამსახურს პროფესიული დღე მიულოცა და მათ წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

"მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის პროფესიულად შესრულებისთვის, ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მათ ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო მისია აკისრიათ ქვეყნის წინაშე, რადგან ძლიერი დაზვერვის სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განმსაზღვრელია.

ვუსურვებ ყველას წარმატებებს და ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოს სამსახურში", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...