- Advertisement -

პრემიერი: ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ევროკავშირი 32 მილიონ ევროს გამოყოფს

571

"პირველ რიგში, ჩვენი საერთო მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რაც ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ემსახურება",-ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ეს ინტეგრაციის პროცესი და ასოცირების შეთანხმება ქმნის ეკონომიკური ზრდისთვის სრულიად განსხვავებულ, უკეთეს პირობებს და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას ემსახურება.

დღეს, ყოველი ჩვენგანი უკვე ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და პლურალისტური მედია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება; ანგარიშვალდებული მთავრობა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მაღალი ხარისხი; ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; ახალი ინიციატივები რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა.

ეს ყოველივე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც მთავრობისაგან, ასევე ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისაგან. ამ მხრივ, ფასდაუდებელია ევროკავშირის დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში.

სწორედ ამიტომ დღეს ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად, მათ შორის საკანონმდებლო აპროქსიმაციას, ანუ დაახლოებას, საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას და ზოგადად ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ეს მხოლოდ ნაწილი გახლავთ იმ დიდი წვლილისა, რასაც ევროკავშირი წლებია საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესში ახორციელებს.

Comments
Loading...