- Advertisement -

პრემიერი: ჯანსუღ ჩარკვიანის ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში

310

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა.

"ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტთა პლეადას, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში და ნამდვილად, მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში. ძალიან დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელს ქართულ საზოგადოებას",- განაცხადა პრემიერმა.

ქართველ პოეტს, ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

Comments
Loading...