- Advertisement -

პრემიერი: 2012 წლამდე 3 კონტროლირებადი არხი გვქონდა, ახლა 13 თავისუფალი არხი გვაქვს

471

"საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია სიტყვის თავისუფლებისა და მედიის პლურალიზმის უზრუნველყოფის კუთხითაც",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მთვარობის ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ მედიისთვის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის გარანტიები შექმნას. 

"2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ სამი სატელევიზიო არხი მაუწყებლობდა, და მათაც მკაცრად აკონტროლებდა მმართველი პარტია. დღეს მაუწყებლობს 13 ასეთი არხი. ყველა მათგანი თავისუფალია და კრიტიკულად განწყობილი მთავრობის მიმართ. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ გაიუმჯობესა პოზიციები და 2012 წელს არსებული 104-ე ადგილიდან 2016 წელს 64-ე ადგილზე გადაინაცვლა",-განაცხადა პრემეირმა",-განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...