- Advertisement -

პრემიერი: 80 ქართველი სტუდენტი უნგრეთში გაცვლითი პროგრამის სტიპენდიით ისარგებლებს

536

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლიდან უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 50-ის ნაცვლად, უკვე 80 სტუდენტი ისარგელებს უნგრეთში გაცვლითი პროგრამით.

"ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუმასპინძლო ჩემს უნგრელ კოლეგას საქართველოში და დელეგაციას ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან.
მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა; თანამშრომლობის პოზიტიურ ზრდაზე მეტყველებს პოლიტიკური ურთიერთობის სიხშირეც, რაც ორმხრივი ვიზიტებისა თუ საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში გამართული შეხვედრების ინტენსივობაში გამოიხატება. იმავდროულად, მიზნად ვისახავთ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას; ამ კუთხით, კმაყოფილებით აღვნიშნავ უნგრული კომპანიების მხრიდან ინტერესის ზრდას საქართველოში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიის, თუ სხვა მნიშვნელოვან სფეროებში დაგეგმილი პროექტებისადმი;

იმედს გამოვთქვამ, რომ ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დღევანდელი ბიზნესფორუმიც. აღსანიშნავია, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებს, რაც ასევე სასარგებლო წინაპირობაა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის; აღსანიშნავია საქართველოში უნგრელი ტურისტების მზარდი მაჩვენებელი, რასაც ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის არსებული პირდაპირი რეისებიც უწყობს ხელს; მისასალმებელია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან, უნგრული ავიაკომპანია “Wizz Air” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული;

განსაკუთრებული მადლიერებით მსურს გამოვყო თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომლითაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ; ამასთან, ორმაგად სასიხარულოა, რომ უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, 50-ის ნაცვლად, უკვე 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს ხსენებული სტიპენდიებით სარგებლობას.

მინდა, ასევ ემადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს, ბატო ნვიქტორ ორბანს იმისთვის, რომ მან დღეს გააჟღერა ინიციატივა ასევე საშუალო განათლების მიმართულებით მათი მხრიდან სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა საშუალო განათლების დონეზეც შეიძინონ პრაგმატული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე;
საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ამ გზაზე;

დღეს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ შენგენის სივრცეში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სსედეგი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა.

უვიზო მიმოსვლა დიდი სტიმულია იმისათვის, რომ მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი და ქვეყანაში დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები და ნორმები;

ამ თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმების სრულად განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია. ვიმედოვნებთ, რომ უნგრეთი, როგორც ყოველთვის, საქართველოს გვერდით იდგება ამ საპასუხისმგებლო პროცესში;

უნგრულ მხარეს კიდევ ერთხელ ვუხარით მადლობა საქართველოს თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საქართველომ, როგორც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ, დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ალიანსის ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით",-განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერმინისტრთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას, საუბრის დროს სერიოზული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების განხილვას.

"ხაზი გავუსვით 12 მარტს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ჩატარებული არჩევნების, ასევე რეგიონის სახელის შეცვლაზე გამართული რეფერენდუმის უკანონობას, რაც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია;

ზემოხსენებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობის – მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას;

მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას და ჩვენ მადლობა გადავუხადეთ უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.

წელს აღინიშნება საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. ამ პერიოდში მიღწეული შედეგებით, მართლაც, შეგვიძლია ვიამაყოთ.

დასაფასებელია, რომ უნგრეთი მუდმივად აფიქსირებდა და დღემდე აფიქსირებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რისთვისაც ჩვენს უნგრელ მეგობრებს გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

Comments
Loading...