- Advertisement -

პრემიერი: 9 აპრილს დაღუპულების ოცნება, რომ საქართველო გამთლიანდება, აუცილებლად ახდება

545

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა. საქართველოს პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ ადამიანებს და მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

"1989 წლის 9 აპრილი უკავშირდება ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. 1991 წლის 9 აპრილი უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ამიტომ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ეს დღე ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის.

1989 წლის 9 აპრილს საქართველომ ამ იდეისთვის ბრძოლაში მსხვერპლად მიიტანა სხვადასხვა თაობის არაერთი ადამიანის სიცოცხლე. ამ მოვლენის შემდეგ 2 წლის თავზე, 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი. სრულიად საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა დამოუკიდებლობას.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ – ერთიანი, მთლიანი, დამოუკიდებელი საქართველო – ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ ამ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ გულში. ერი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ოცნება ახდება", – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...