- Advertisement -

პრემიერი: C ჰეპატიტის მკურნალობა 25 000-მა ადამიანმა დაასრულა, 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია

493

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, С ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 35 ათასი ადამიანიდან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა.

მისივე თქმით, 25 ათასი ადამიანიდან 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია.

"სამეგრელოში გაიხსნა C ჰეპატიტის ტანამედროვე ცენტრი ზუგდიდში. ეს პროექტი მნიშვმნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდში გამოკვლევების შედეგად, არის ძალიან მაღალი C ჰეპატიტის მაჩვენებელი. ეს იქნება უნიკალური ცენტრი იმ თვალსაზრისით, რომ აქ იქნება კომბინირებული სერვისები, როგორც სკრინიგის, ასევე დიაგნოსტიკის, ექიმის მომსახურების, მედიკამენტების გაცემის.

ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც აშშ-ს მტავრობის დახმარებით ხორციელდება. ამ ცენტრის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, რომ ნეიტრალური პასპორტის მქონე ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ისარგებლონ ამ პროგრამის მომსახურებით. C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში უკვე 35 000-მა ადამიანმა ისარგებლა, აქედან 25 000-მა დაასრულა მკურნალობა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია. მინდა, ჯანდაცვის სამინისტროს მადლობა გადავუხადო. ანუ, ეს არის თითქმის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე, რომელიც ამ პროგრამის გარეშე იყო განწირული ლეტალური შედეგისთვის",- განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...