- Advertisement -

პრემიერი: DCFTA.GOV.GE მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება

477

საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გერმანიის საელჩოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას DCFTA.GOV.GE-ს შექმნაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის განმარტებით, "DCFTA.GOV.GE ვებგვერდის პრეზენტაცია მოხდა ორი დღის წინ. შეიქმნა ვებ-პორტალი, რომელიც იქნება ინტერაქტიული, სადაც განთავსებული იქნება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად. ეს ვებგვერდი იქნება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ძალიან კარგი პლატფორმა.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ეს ვებ-პორტალი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

აქვე მინდა ვთქვა, შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი დაშვებულია ევროპის ბაზარზე და უფრო და უფრო მეტი სახეობის დაშვება ხდება ევრიპოს ბაზარზე, რაც ძალიან ზრდის ჩვენი ქვეყნის პოტენციალს", – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...