- Advertisement -

პრემიერი: Moody’s ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერეს

356

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის შეფასებას საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„BA3 -დან BA2-ზე გადავინაცვლეთ. მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანი გახლავთ რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც 3B გახლავთ, რაც ქვეყანას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საინვესტიციო სამყაროში და როგორც სუვერენული, ასევე კერძო სექტორის მიერ კრედიტის მოზიდვა გახდება გაცილებით უფრო იოლი და იაფი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, BA ეს არის ყველაზე მაღალი რეიტინგი სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ შეფასებებს შორის.

ის, რომ ერთმა მნიშვნელოვანმა სააგენტომ გააუმჯობესა რეიტინგი, თანდათანობით აისახება უკვე სხვა კომპანიების რეიტინგშიც.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა შეფასდა ძალიან სტაბილურად, და მინდა სიტყვასიტყვით გავიმეორო, რომ გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების, შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. ასევე Moody-ის შეფასებით , ამ პერიოდში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3,4 % შეადგინა, მაშინ როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა იყო რეცესიაში ან რეცესიის პირას.

მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუტის სიძლიერეს, ქვეყნის ეკომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულმა საერთაშორისო კომპანიამ დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები, რომელიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენ არის მიმართული.

„რა თქმა უნდა ჩვენ ეს რეფორმები წლის დასაწყისში დავიწყეთ, არ იყო მარტივი ამ რეფორმების განხორციელება და ეკონომიკურმა გუნდმა დიდი წარმატებით გაართვა თავი ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით ამ ძალიან რთულ, მაგრამ ძალიან საჭირო რეფორმას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური შოკებისთვის ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ საქართველო არის გაცილებით უფრო ძლიერი და გაცილებით ძლიერი პოზიციით დახვდება ნებისმიერ რყევას, რომელიც შესაძლოა, რეგიონში იყოს და ასეთი რყევები ყოველთვის ხდება ხოლმე. ჩვენ ისეთი სისტემური ნაბიჯები განვახორციელეთ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო მდგრადს და რისკებისადმი მედეგს ხდის“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა და აქვე დასძინა, რომ რეიტინგის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია კერძო ინვესტიციების განსახორციელებლად, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. 

Comments
Loading...